ტრამპმა და ზელენსკიმ ორი დღის განმავლობაში მეორედ ისაუბრეს

12 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორი დღის განმავლობაში მეორე სატელეფონო საუბარი გამართა. მათი წინა საუბარი 11 ოქტომბერს შედგა.
ზელენსკიმ საუბარს ამჯერადაც „პროდუქტიული“ უწოდა.

„გუშინ შევთანხმდით დღევანდელ კონკრეტულ თემაზე და განვიხილეთ სიტუაციის ყველა ეს ასპექტი. ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის დაცვა, მისი გაძლიერება – როგორც საჰაერო თავდაცვის, ასევე ჩვენი მდგრადობისა და ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობების თვალსაზრისით“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში.
მან აღნიშნა, რომ ტრამპთან ერთად ასევე განიხილეს ენერგეტიკული საკითხები, რაც, როგორც ჩანს, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ს დარტყმებს გულისხმობდა.
ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ მან და ტრამპმა ასევე ისაუბრეს უკრაინისთვის შორი მოქმედების „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე.
„ჩვენ ვხედავთ და გვესმის, რომ რუსეთი შიშობს, რომ ამერიკელებმა შეიძლება „ტომაჰავკები“ მოგვცენ. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ამ ტიპის ზეწოლამ შეიძლება მშვიდობისთვის იმუშაოს“, – თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ „ჩვენი გუნდები, ჩვენი სამხედროები იმუშავებენ ყველაფერზე, რაც განვიხილეთ“.
ერთი დღით ადრე, წყაროებზე დაყრდნობით, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ზელენსკისთან განიხილა „ტომაჰავკები“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება მათი მიწოდების შესახებ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ამ რაკეტებს მიიღებს მათ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ გამოიყენებს არამედ რუსეთის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს დაუშენს.

„ტომაჰავკის“ თემა უკიდურესად შეშფოთების საგანია“, – უთხრა 12 ოქტომბერს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ახლა მართლაც ძალიან დრამატული მომენტია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაძაბულობა ყველა მხრიდან ესკალაციას განიცდის“.
პესკოვმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის მიმართულებით „ტომაჰავკებს“ გაუშვებენ, მოსკოვს მოუწევს გაითვალისწინოს, რომ რაკეტის ზოგიერთ ვერსიას შეუძლია ბირთვული ქობინების ტარება.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია