ტრამპმა გენერალური პროკურორის პოსტზე წარადგინა საეჭვო რეპუტაციის კონგრესმენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად წარადგინა 42 წლის კონსერვატორი კონგრესმენი მეტ გეცი. -ში იუსტიციის მინისტრი ქვეყნის გენერალური პროკურორიცაა.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social 14 ნოემბერს დაწერა, რომ ნიჭიერი და მიზანმიმართული იურისტი მეტ გეცი დაიცავს ქვეყნის საზღვრებს, გაანადგურებს კრიმინალურ დაჯგუფებებს და აღადგენს იუსტიციის სამინისტროსადმი ამერიკელების შერყეულ ნდობას. ტრამპმა, რომლის წინააღმდეგ აშშ-ში სისხლის სამართლის არაერთი საქმეა აღძრული, უმნიშვნელოვანეს ამოცანად დაასახელა „მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენების შეწყვეტა“.
ამერიკული მედიის თანახმად, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გეცის კანდიდატურა სადავო გახდება, რადგან მის მიმართ 2020 წლიდან არსებობს ეჭვები ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან სავარაუდო კავშირის, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გამოყენების და ქრთამის აღების შესახებ.
იუსტიციის სამინისტრომ გამოძიების საფუძველზე უარი თქვა კონგრესმენისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენაზე, თუმცა 2021 წლიდან გეცის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომისიაში. თავად კონგრესმენი ყველა ბრალდებას უარყოფს
იუსტიციის მინისტრად და გენერალურ პროკურორად გეცის დანიშვას სენატის თანხმობა სჭირდება.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე წარადგინა რამდენიმე კანდიდატი, რომლებმაც ახალ ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობები უნდა დაიკავონ. მათ შორის სახელმწიფო მდივნობის და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატები. მათ მხარი უნდა დაუჭიროს სენატმა, სადაც ნოემბრის ს შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაიბრუნეს.
78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი .
ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
ფორუმი