ტრამპმა გამოაცხადა მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის ჩატარების თარიღი და ადგილი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა 5 დეკემბერს ვაშინგტონში, ჯონ კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრში გაიმართება.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თანდასწრებით განაცხადა.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე -ის, კანადისა და მექსიკის სტადიონებზე გაიმართება. ტურნირში პირველად ითამაშებს 48 გუნდი.