აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კოკუსში მისურისა და აიდაჰო შტატებში.
კოკუსი წარმოადგენს კანდიდატებისა და ამომრჩევლების არაფორმალურ შეხვედრას, სადაც დელეგატების შეირჩევა.
ტრამპმა ასევე მიიმხრო 39-ვე დელეგატი მიჩიგანში, პარტიის ყრილობაზე.
შედეგად ტრამპმა 244-მდე გაზარდა მისი დელეგატების რაოდენობა და მნიშვნელოვნად უსწრებს სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორს და აშშ-ის ყოფილ ელჩს გაეროში ნიკი ჰეილის (24 დელეგატი). რესპუბლიკელების ნომინაციისთვის კანდიდატს 1215 დელეგატი სჭირდება.
რესპუბლიკელების შემდეგი ღონისძიება ჩატარდება 3 მარტს ვაშინგტონში, 5 მარტს „სუპერ სამშაბათია“, როდესაც 16 შტატი ჩაატარებს პრაიმერებს.
რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში გამარჯვებული, საბოლოოდ, ზაფხულამდე უნდა გაირკვეს. არსებული გამოკითხვებით, აშკარა ფავორიტი სწორედ დონალდ ტრამპია. რესპუბლიკელი კანდიდატი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს.