ტრამპი უკრაინისგან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ ხელმოწერას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინისგან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ ხელმოწერას მოითხოვს.
ს ხელმძღვანელობით მ შეერთებულ შტატებთან იშვიათი მიწების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების საბოლოო დოკუმენტებს ხელი არ მოაწერა. ეს, სულ მცირე, სამი კვირით დაგვიანებულია. იმედია, მას დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს. რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. წარმატება მომავალში მოსალოდნელია!”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
გამოცემა The Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ -ს პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის გეგმა სთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების შესახებ ურყევია და არ შეიცვლება, თუმცა ტრამპმა აშშ-ს მხრიდან ყირიმზე რუსული კონტროლის დე იურე აღიარების შესახებ პოზიცია შესაძლოა შეცვალოს.
გავრცელებული ცნობებით, ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ მოსკოვისთვისა და სთვის წარდგენილი გეგმა აშშ-ს მხრიდან ყირიმზე რუსეთის კონტროლის დე იურე აღიარებას, და 2022 წლის შეჭრის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული კონტროლის დე ფაქტო აღიარებას გულისხმობს.
The Times უიტკოფთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპისთვის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის დე ფაქტო აღიარება ურყევია. თუმცა, გამოცემის თანახმად, ტრამპი აშშ-ს მხრიდან ყირიმზე რუსეთის კონტროლის დე იურე აღიარებაზე აზრის ცვლილებას ამ ეტაპზე არ გამორიცხავს.
“ტრამპის ხედვა ისაა, რომ ეს მიწა მიტაცებული და აღარ დაბრუნდება. […] მაგიდაზე დევს შეთანხმება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ოკუპირებული დარჩება. რუსეთი იქიდან არ გამოდის. ეს ნაწილი ურყევია”. – თქვა უიტკოფთან დაახლოებულმა წყარომ.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპის სპეციალურ წარმომდგენელთან, სტივ უიტკოფთან დაახლოებული პირის თქმით, დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ზელენსკის აშშ-ს შეთავაზებული გეგმისთვის ხელის მოწერის გარდა “რეალურად არჩევანი არ აქვს”.
გამოცემის წყაროს თანახმად, აშშ-ს ასევე სჯერა, რომ თუკი უკრაინა შეთანხმებაზე უარს იტყვის, ომი შესაძლოა თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდეს, კიევი კი ევროპაზე დაფინანსებისა და შეიარაღებისთვის იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, აშშ გეგმის გადახედვას აღარ აპირებ, თუკი ზელენსკი მას არ დაეთანხმება.
“აშშ-ს დაფინანსების შეწყვეტას რეალურად იგივე შედეგი ექნება, რაც [წელს] იარაღების მიწოდების შეწყვეტას, რადგან უკრაინა ამ ფულს სხვა მოკავშირეებისგან მეტი იარაღის საყიდლად იყენებს”. – თქვა წყარომ.
წყარომ დაამატა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების აზრით, ასეთ შემთხვევაში ევროპაში საზოგადოების განწყობა უკრაინის დაფინანსების გაზრდილი ხარჯების გამო კრიტიკული გახდება.
ცნობისთვის, დღეს, 26 აპრილს ტრამპი და ზელენსკი რომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ და რუსეთ-უკრაინის ომის დამასრულებელი სამშვიდობო გეგმა განიხილეს.
თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩეუნგმა შეხვედრა “ძალიან კონსტრუქციულად” მოიხსენია, ხოლო ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ტრამპთან “კარგი შეხვედრა” ჰქონდა – პირისპირ ძალიან ბევრი რამის განხილვა შეძლეს.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ უკრავენ ტაშს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტს მოედანზე შეკრებილი ადამიანები.
ცნობისთვის, Reuters-მა აშშ-ს მიერ და უკრაინისა და EU-ს ქვეყნების მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმების ვერსიები გაასაჯაროვა.