ტრამპი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ახლოსაა დასრულებასთან

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი გადაჭრასთან ახლოსაა. ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა ვაშინგტონში, ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რიუტესთან შეხვედრაზე.
“ჩვენ კიდევ ერთი საკითხი გადავჭერით… აზერბაიჯანი და სომხეთი. როგორც ჩანს, [კონფლიქტი] ახლოსაა წარმატებულ დასასრულთან” – თქვა მან.
მანამდე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა მოლაპარაკება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოვიდა წინადადებით ამერიკელი ოპერატორები ჩაერთონ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლში, ე.წ. ზანგეზურის დერეფანში.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ინტერვიუში უთხრა – “სომხეთისთვის განსახილველ საკითხად რჩება სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში ფუნქციების გადაცემა რომელიმე საერთაშორისო ლიცენზირებული კომპანიისთვის – იმ პირობით, რომ ეს პროცესი განხორციელდება სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის ჩარჩოში”.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!