ტრამპი რუსეთს აფრთხილებს, რომ თუ ომი არ დასრულდება, უკრაინას შესაძლოა Tomahawk-ები გაუგზავნონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთს საჯაროდ აფრთხილებს, რომ თუ ში ომი არ დასრულდება, შესაძლოა, უკრაინას გაუგზავნოს შორ მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტები Tomahawk. ეს სკენ მიმავალმა ტრამპმა გასულ ღამით მედიას პრეზიდენტის თვითმფრინავში განუცხადა.
11 და 12 ოქტომბერს დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის ორი სატელეფონო საუბარი შედგა. ამერიკული მედიის ცნობით, 11 ოქტომბერს საუბრის ერთ-ერთი თემა იყო უკრაინისთვის Tomahawk-ების შესაძლო გადაცემა.
ჟურნალისტებთან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ საუბარი ექნება ს პრეზიდენტთანაც და რუსებს გააფრთხილებს, რომ თუ ომი არ მოგვარდება, უკრაინელებისთვის Tomahawk-ების გაგზავნას აპირებს.
12 ოქტომბერს ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინას Tomahawk-ებს გადასცემს, მათ მხოლოდ რუსეთის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის 23 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მედიით გავრცელდა ცნობები, რომ ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა შორ მანძილზე (2500კმ) მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტები Tomahawk.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკული Tomahawk-ების მიწოდება ბრძოლის ველზე თანაფარდობას ვერ შეცვლის. პუტინის თანახმად, უკრაინისთვის მანამდე გადაცემულმა რაკეტებმა ATACMS გარკვეული ზიანი მოიტანა, მაგრამ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაეწყო, ამ რაკეტების ჩამოგდება დაიწყო და ასე იქნება Tomahawk-ების შემთხვევაშიც.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მიერ ამერიკელების დახმარებით ამ რაკეტების გამოყენება დააზიანებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, სადაც გვირაბის ბოლოს რაღაც სინათლე გამოიკვეთა.
პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, თავად ეს დახმარება შეაჩერა, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების შედეგად ვერ მიაღწია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, რასაც ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე დასთანხმდა.
2025 წლის 14 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ.
ბოლო პერიოდში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია და მან უღალატა.
ფორუმი