ტრამპი პუტინს აფრთხილებს: “თუ ომი არ დასრულდება, უკრაინა მიიღებს ამერიკულ რაკეტებს”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ში ომი მალე არ დასრულდება, ვაშინგტონი მზად არის, კიევს შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები Tomahawk გადასცეს. ეს კომენტარი მან  ისრაელში გამგზავრებისას, პრეზიდენტის თვითმფრინავში გააკეთა.

როგორც ცნობილი გახდა, 11 და 12 ოქტომბერს ტრამპმა ორჯერ ესაუბრა ს. ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ Tomahawk-ების შესაძლო მიწოდება იყო.

ტრამპმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს საუბარს ვლადიმირ პუტინთანაც, რათა გააფრთხილოს: თუ ომი არ დასრულდება, უკრაინა მიიღებს ამერიკულ რაკეტებს.

ზელენსკის თქმით, თუ Tomahawk-ები გადაეცემათ, ისინი გამოიყენებენ მხოლოდ ს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.

ამავდროულად, პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი იარაღის მიწოდება „ბრძოლის ველზე არაფერს შეცვლის“ და რუსეთის საჰაერო თავდაცვა მზად არის მათი ჩამოსაგდებად.