ტრამპი-პუტინის შეხვედრის გამო აშშ დროებით აუქმებს რუსეთის საწინააღმდეგო ზოგიერთ სანქციას

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 აგვისტომდე ნებადართული იქნება საზღვარგარეთ რუსეთის მავნე საქმიანობისა და უკრაინის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის დაწესებული სანქციებით აკრძალული ტრანზაქციები, რომლებიც საჭიროა ალასკის შტატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეხვედრის მხარდასაჭერად და მასში მონაწილეობისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში.
შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულია რუსეთის არაერთი ოფიციალური პირიც, რომლებიც პუტინის თანმხლებ დელეგაციაში იქნებიან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო