ტრამპი პუტინთან საუბარს არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი , რომელიც ტელეფონით უკვე ესაუბრა ათეულობით ქვეყნის ლიდერს, ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარსაც არ გამორიცხავს.
„ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, – განაცხადა ტრამპმა 7 ნოემბერს, ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში.
დონალდ ტრამპის ინფორმაციით, საპრეზიდენტო ს წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ესაუბრა 70 მსოფლიო ლიდერს. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი .
დონალდ ტრამპს -ის პრეზიდენტად არჩევა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ მიულოცა სოჭიდან, სადაც 7 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით სხდომაზე.
„ვსარგებლობ რა შემთხვევით, მინდა მივულოცო აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი იმუშავებს აშშ-ის სახელმწიფოს ნებისმიერ მეთაურთან, რომელსაც ნდობას ამერიკელი ხალხი უცხადებს.
პუტინის თანახმად, „ყურადღებას იმსახურებს“ ტრამპის საჯარო განცხადებები „ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის დასრულებას“.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი .
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.