ტრამპი პუტინზე: მათ სანაპიროსთან გვყავს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი

-ს პრეზიდენტი პუტინის მიერ „ბურევესტნიკის“ რაკეტის გამოცდის შესახებ გაკეთებულ განცხადებას კრიტიკულად გამოეხმაურა.
ს განცხადებით, ს მმართველი არა რაკეტების გამოცდაზე, არამედ სთან ომის დასრულებაზე უნდა ფოკუსირდეს. პუტინის ირწმუნება, რომ „ბურევესტნიკის“ რაკეტას ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია და „შეუზღუდავი დიაპაზონი“ გააჩნია.
დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს, ს მახლობლად, ბირთვული წყალქვეშა ნავები ჰყავს განლაგებული.
„მათ იციან, რომ მათ სანაპიროსთან გვყავს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი” – თქვა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„მან ომი უნდა დაასრულოს, ომი, რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, ახლა მეოთხე წელია, ეს არის ის, რაც მან რაკეტების გამოცდის ნაცვლად უნდა გააკეთოს“, – აცხადებს დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, უნდა ველოდეთ თუ არა რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს, -ს პრეზიდენტმა განაცხადა – „ამას თავად გაიგებთ“.
რუსეთის პრეზიდენტმა ზემოხსენებული რაკეტა შეაფასა, როგორც „უნიკალური მოწყობილობა, რომელიც მსოფლიოში სხვას არ გააჩნია“. პუტინის განცხადებით, გამოცდამ “კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ბირთვული ფარის საიმედოობა“.
პუტინის კომენტარები რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით ტრამპის მიერ რუსეთის ენერგეტიკული გიგანტების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილების ფონზე გაკეთდა.
გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
ავტორი: ნინა სიგუა