ტრამპი ნავალნის სიკვდილზე დუმილს არღვევს და მომხდარში პუტინს არ ადანაშაულებს

დონალდ ტრამპმა ორშაბათს თავისი პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა, რუსი ოპოზიციის ლიდერის, ს გარდაცვალებაზე. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკის 45-ე პრეზიდენტი არავის არ ადანაშაულებს.
„ალექსეი ნავალნის უეცარმა გარდაცვალებამ უფროდაუფრო კარგად მაჩვენა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში“, – წერს ტრამპი და, როგორც ჩანს, ნავალნის სიკვდილს საკუთარ პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირებს.
“ეს არის ნელი, სტაბილური პროცესი. გარყვნილი, რადიკალი მემარცხენე პოლიტიკოსები, პროკურორები და მოსამართლეები მიგვიყვანენ განადგურებამდე. ღია საზღვრები, გაყალბებული და სასამართლო დარბაზის უსამართლო გადაწყვეტილებები ანადგურებს ამერიკას. ჩვენ ვართ ერი დაღმასვლაში, წარუმატებელი ერი! MAGA2024″, – დაწერა ტრამპმა.
47 წლის ნავალნი წლების განმავლობაში იბრძოდა პუტინის რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ.
სააგენტო “როიტერმა” სცადა, რომ ტრამპის კამპანიისგან პასუხი მიეღო იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავდა ს ეს განცხადება, თუმცა მათ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, პირდაპირ დაადანაშაულეს პუტინი ნავალნის სიკვდილში. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ტრამპის მთავარმა რესპუბლიკელმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმაც.
კრემლმა უარყო ნავალნის სიკვდილში მონაწილეობა და განაცხადა, რომ დასავლეთის განცხადებები მიუღებელია.
ნავალნის გარდაცვალების ცნობის გავრცელებისთანავე, როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წევრებმა დაგმეს მომხდარი და კრემლის პასუხისმგებლობაზე დაიწყეს საუბარი. თუმცა, ტრამპი, რომელიც, დიდი ალბათობით, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტი ნომინაციას მიიღებს, ორშაბათამდე დუმდა.