ტრამპი კვლავ სანქციებით დაიმუქრა, თუ უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება

ამის შესახებ ს კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, -ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და რამდენჯერმე შეხვდა კიდევ ს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.
უიტკოფის თქმით, ამ კვირაში ამერიკული მხარე შეხვედრებს გამართავს როგორც უკრაინის, ასევე სხვა კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე, მათ შორის, ღაზის სექტორში მიმდინარე ომსა და ისრაელ-ირანის კონფლიქტზე.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს წლის ბოლომდე მოვაგვარებთ“, – განაცხადა უიტკოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი დაამატა, რომ იმედოვნებს ში ომი „ძალიან მალე“ დასრულდება, ისე რომ კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად, თუ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მშვიდობის დამყარების სურვილს არ გამოიჩენს.
„ეკონომიკურ სანქციებზე ვსაუბრობ, რადგან ჩვენ მსოფლიო ომში გახვევას არ ვაპირებთ“, – თქვა ტრამპმა და სანქციები „ეკონომიკურ ომად“ დაახასიათა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის შეეცდება, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის პირადი შეხვედრა შედგეს, ვინაიდან „სურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს“.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პუტინს არ სურს სთან შეხვედრა, ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს, ტრამპმა უპასუხა: „არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ. ეს ყველაფერი სისულელეა. ისინი უბრალოდ პუბლიკაზე თამაშობენ“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ არც ზელენსკია „უდანაშაულო“ მშვიდობისკენ მოძრაობა რომ არ შეინიშნება და დაამატა, რომ სანქციებმა და საბაჟო გადასახადებმა გავლენა შესაძლოა მოახდინოს არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ უკრაინაზეც.
ტრამპი ომის სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე გამუდმებით საუბრობს. ის შეხვდა როგორც პუტინს, ასევე ზელენსკის. თუმცა რუსეთისგან ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრის ჩატარებაზე დასტური ჯერჯერობით არ ჩანს.
უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. სამშაბათს Financial Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა, ასეთ გარანტიებზე მოლაპარაკებების დროს, გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს იმ ევროპული ქვეყნების შესაძლო მისიის საჰაერო და სადაზვერვო მხარდაჭერა, რომლებიც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ იქ ჯარების სავარაუდო გაგზავნას შეძლებენ.
გამოცემის რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერის დაპირებების მიღება დიდი წარმატებაა უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის. თუმცა რუსეთმა არაერთხელ გააპროტესტა უცხოური ჯარების განლაგება უკრაინაში, რაც ეჭვქვეშ აყენებს თავად შემოთავაზებული გარანტიის სქემას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ