ტრამპი: ირანთან შეთანხმება შემდეგ თვეში უნდა მოხდეს

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ირანთან შეთანხმების ვადები, უპასუხა, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს დაახლოებით მომავალ თვეში.
ის ირანს „ძალიან მძიმე“ შედეგებით დაემუქრა, თუ თეირანი ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს.
„ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან მძიმე იქნება. მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას“, – განაცხადა ტრამპმა, როდესაც წინა დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ამ საკითხზე საუბრის შესახებ ჰკითხეს.

ისრაელის პრემიერმა ტრამპთან საუბრის შემდეგ თქვა, რომ -ის პრეზიდენტი ირანთან „კარგი შეთანხმების“ პირობებს ქმნის, თუმცა ისრაელის ლიდერი სკეპტიკურად უყურებს ასეთი შეთანხმების ხარისხს.

ნეთანიაჰუ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ტრამპთან მეშვიდედ ჩავიდა და ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებში უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებას ურჩევდა.
„პრეზიდენტი თვლის, რომ ირანელებმა უკვე იციან, ვისთან აქვთ საქმე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში და განმარტა: „ის თვლის, რომ მის მიერ შექმნილი პირობები, იმ ფაქტთან ერთად, რომ მათ ნამდვილად ესმით, რომ შეცდომა დაუშვეს ბოლოს, როდესაც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შეიძლება კარგი შეთანხმების მიღწევის პირობები შექმნას.“
ისრაელის პრემიერმა იქვე დასძინა, რომ „არ დაგიმალავთ, რომ მე ზოგადი სკეპტიციზმი გამოვთქვი ირანთან ნებისმიერი შეთანხმების ხარისხთან დაკავშირებით“„საქმე მხოლოდ ბირთვულ საკითხს არ ეხება“, – თქვა მან.
თავდაპირველად თეირანს სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა იანვარში დემონსტრაციების სასტიკად ჩახშობის გამო და დემონსტრანტებს დაჰპირდა, რომ „დახმარება გზაშია“.

რეგიონულის ქვეყნებმა, მათ შორის თურქეთმა, საუდის არაბეთმა და კატარმა, მოუწოდეს შეერთებულ შტატებს არ ჩაერიოს ირანში და ვაშინგტონს და თეირანს მიმართეს, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.

2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში დაიწყო ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომლებიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში.
ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად სასტიკი ძალა გამოიყენა, მოკლულია რამდენიმე ათასი ადამიანი.
აშშ-მა ბოლო კვირებში სპარსეთის ყურეში დიდ სამხედრო ძალას მოუყარა თავი.

ასევე დაგაინტერესებთ