აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აპირებს ახალი პროგრამის წარდგენას, რომელიც ფულად დახმარებას შესთავაზებს ქვეყანაში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს ნებაყოფლობით ქვეყნიდან გამგზავრებისთვის.
ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი „თვითდეპორტაციის პროგრამა“ მოიცავს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას და მოგვიანებით ქვეყანაში კანონიერად დაბრუნების შესაძლებლობას.
„ჩვენ მათ მივცემთ სტიპენდიას. ჩვენ მათ მივცემთ გარკვეულ თანხას და ავიაბილეთს, შემდეგ კი ვითანამშრომლებთ მათთან. თუ ისინი კარგები არიან, თუ მოგვინდება მათი უკან დაბრუნება, ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რომ რაც შეიძლება, სწრაფად დავაბრუნოთ უკან“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც აშშ-ში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს, დაკავებისა და დეპორტაციის ნაცვლად, „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს.
1tv.ge
