ტრამპი თავის სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დარგში-მედია

ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის წყაროების თანახმად, -ს არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება მალე დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც “რუსეთსა და ს შორის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებზე” იქნება პასუხისმგებელი.
ერთ-ერთმა წყარომ ტელეარხს განუცხადა, რომ საუბარია “ძალიან მაღალი რანგის სპეციალურ წარმომადგენელზე” და “დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანზე”, რომელსაც ტრამპი დაავალებს უკრაინის “მშვიდობიანი მოგვარების მიღწევას”.
2017-2019 წლებში უკრაინის საკითხებში, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო კურტ ვოლკერი.
მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ.
ტრამპმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, ყოფილი სამხედრო პიტ ჰეგსეთი. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, მკაცრი და ჭკვიანი ჰეგსეთის ხელმძღვანელობით არმია ისევ დიადი გახდება და ამერიკა უკან არასდროს დაიხევს.

ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის დასახელების შემდეგ, პენტაგონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ „ყველა შოკირებულია“.

დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) დირექტორის თანამდებობაზე დაასახელა ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა. ის 2020-2021 წლებში ეროვნული დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის საპრეზიდენტო ს კამპანიის დროს დემოკრატები რეტკლიფს ბრალს სდებდნენ ტრამპის სასარგებლოდ საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მიზნით.
12 ნოემბერს დონალდ ტრამპმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს ფლორიდელი კონგრესმენი, არმიის ვეტერანი მაიკ უოლცი.
რესპუბლიკელი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი .

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.