ტრამპი ვენესუელისგან ითხოვს, ქვეყნიდან „გააძევოს“ , ჩინეთი, ირანი, კუბა და მათთან ეკონომიკური კავშირები გაწყვიტოს

ს ადმინისტრაციამ ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, დელსი როდრიგესს მოსთხოვა, ქვეყნიდან „გააძევოს“ , ჩინეთი, ირანი, კუბა, ასევე გაწყვიტოს მათთან ეკონომიკური კავშირები. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იუწყება.
თეთრი სახლის წყაროების განცხადებით, ვენესუელა ასევე უნდა დათანხმდეს ნავთობის მოპოვების სფეროში ექსკლუზიურად შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას და ნავთობის გაყიდვისას უპირატესობა -ს მიანიჭოს.
როგორც „ეიბისი ნიუსი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, ვენესუელის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნები უნდა შეასრულოს, ვიდრე მას ნავთობის მოპოვების გაზრდის უფლებას მისცემენ.
-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 5 იანვარს კონგრესის წევრებთან გამართულ დახურულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონს შეუძლია, აიძულოს ვენესუელა, ამ ნაბიჯებზე წავიდეს, რადგან მისი ნავთობის ტანკერები გადავსებულია. სახელმწიფო მდივნის თქმით, კარაკასს მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა იქამდე, ვიდრე ნავთობის მარაგების გაყიდვის გარეშე ფინანსურად გადახდისუუნარო გახდება.
ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვენესუელის დროებითი ხელისუფლება აშშ-ს გადასცემს სანქციების ქვეშ მოქცეულ 30-დან 50 მილიონ ბარელ ნავთობს.
„ეს ნავთობი გაიყიდება საბაზრო ფასად და მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გავაკონტროლებ ამ თანხებს, რათა დავრწმუნდე, რომ ისინი გამოყენებული იქნება ვენესუელისა და შეერთებული შტატების ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ტრამპმა.
1tv.ge