ტრამპი ევროკავშირისთვის 50%-იანი სავაჭრო ტარიფის დაწესებას აანონსებს

-ის პრეზიდენტი 1 ივნისიდან ევროკავშირისთვის 50%-იანი სავაჭრო ტარიფის დაწესებას აანონსებს.
როგორც POLITICO წერს, ტრამპმა ამასთან დაკავშირებით განცხადება -ევროკავშირის სავაჭრო მომლაპარაკებლებს შორის მნიშვნელოვან სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.
„მათთან [ევროკავშირთან] ჩვენი მოლაპარაკებები არსად მიდის! ამიტომ, გირჩევთ, ევროკავშირისთვის 2025 წლის 1 ივნისიდან პირდაპირი 50%-იანი ტარიფი შემოიღოთ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ტრამპმა.
დღეს, 23 მაისს, ევროკავშირის სავაჭრო კომისარ მაროშ შეფკოვიჩსა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ ჯემისონ გრირს შორის დაგეგმილია სატელეფონო საუბარი. მოლაპარაკებების მიზანი ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომის თავიდან აცილებაა.
POLITICO-ს ცნობით, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბრიუსელმა აშშ-ის ადმინისტრაციას უპასუხა იმ დათმობების ახალი, შესწორებული სიით, რომლის შესათავაზებლადაც მზად იყო.
თუმცა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი, სავარაუდოდ, უარყოფდა ევროკავშირის წინადადებებს და მოითხოვდა ცალმხრივ დათმობებს ტარიფების ორმხრივი შემცირების ნაცვლად.
ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს ევროკავშირის მიერ მსხვილი ტექნოლოგიების რეგულაციებისა და წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებული დამატებითი გადასახადების გამო, რომლებსაც ის არასატარიფო ბარიერებად მიიჩნევს, რომლებიც ამერიკული ბიზნესის დისკრიმინაციას ახდენს.
· ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი საქართველოში არ შემოუშვეს
· ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა
· ტრამპი პუტინთან საუბარზე: სულისკვეთება შესანიშნავი იყო, და დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას