დონალდ ტრამპი, 2026 წლის 15 მარტი.Nathan Howard/Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს ამჯერად ენერგოპოლიტიკის გამო აკრიტიკებს. მან ტექსტი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ტრამპის თქმით, ევროპას ენერგორესურსები ძალიან სჭირდება, თუმცა ბრიტანეთი ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობს არ მოიპოვებს. მისივე თქმით, ნორვეგია, რომელსაც ამავე ზღვაში ჭაბურღილები აქვს, ნავთობს ბრიტანეთზე ორმაგ ფასად ყიდის. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მოპოვება უნდა დაიწყოს და უარი უნდა თქვას ქარის ენერგიაზე.
“ევროპას ენერგია სასოწარკვეთამდე სჭირდება, თუმცა გაერთიანებული სამეფო უარს ამბობს გახსნას ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბადო. ტრაგიკულია!!! აბერდინი უნდა ყვაოდეს. ნორვეგია ჩრდილოეთის ზღვის ნავთობს გაერთიანებულ სამეფოზე ორმაგ ფასად ყიდის. უზარმაზარ მოგებას იღებენ. გაერთიანებული სამეფო, რომელი ჩრდილოეთის ზღვის გასწვრივ ნორვეგიაზე უკეთესადაა განლაგებული ენერგიის თვალსაზრისით, უნდა თხრიდეს, პატარა, თხრიდეს!!! (რედ. – იგულისხმება საბადოდან ნავთობის მოპოვება). აბსოლუტური სიგიჟეა, რომ ამას არ აკეთებენ… და აღარანაირი ქარის ტურბინები!!” – წერს ტრამპი.