ტრამპი ბირთვული იარაღის გამოცდას იწყებს

-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თავდაცვის უწყებას დაავალა, დაუყოვნებლივ დაიწყოს -ის ბირთვული იარაღის გამოცდა სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში.
მისი თქმით, აშშ-ს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, მეორე ადგილზეა, ჩინეთი – მესამეზე.
„აშშ-ს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, მეორე ადგილზეა, ჩინეთი – მესამეზე. უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო, მძულდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მქონდა! რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი – შორეულ მესამეზე, თუმცა 5 წელიწადში გაგვითანაბრდება. სხვა ქვეყნების მიერ პროგრამების გამოცდის გამო, დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა თანაბარ საფუძველზე. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?