ტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს

დონალდ ტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც -ში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს. გადაწყვეტილების შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და შესაბამის აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან ამოქმედდება.
ტრამპის განმარტებით, ტარიფები შეეხება იმ ავტომობილებსაც, რომლის ნაწილებიც ამერიკაშია დამზადებული, თუმცა სხვა ქვეყანაშია აწყობილი.
ტრამპის ახალ ბრძანებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური ოტავა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრამპის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს “პირდაპირი თავდასხმა” უწოდა და განაცხადა, რომ მათ საპასუხო რეაგირება ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – გირაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხვალ ან ზეგ მომიწევს, ცივი გონებით, სად უფრო ეფექტურები ვიქნებით: ყველანი საპატიმროში თუ ვიბრძვით ხალხთან ერთად – დარწმუნებული ვარ, წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება