ტრამპი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ გაერო მოითხოვს

-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ მას მიმართავენ, – ამის შესახებ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა თავად შეერთებული შტატები დავალიანების დაფარვას გაერო-ს წინაშე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მან არ იცოდა ამერიკის დავალიანების შესახებ, თუმცა დარწმუნებულია, რომ „პრობლემას მარტივად მოაგვარებდა“, თუ გაერო ამას მოითხოვდა.
„ისინი რომ მოსულიყვნენ ტრამპთან და ეთქვათ, ყველას დავავალდებულებდი, გადაეხადა, ისევე, როგორც ნატო-ს დავავალე გადახდა. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო, არის ამ ქვეყნებთან დარეკვა. ისინი რამდენიმე წუთში გამოგზავნიდნენ ქვითრებს“, – განუცხადა ტრამპმა „პოლიტიკოს“.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ ზღვარზე დგას და ივლისისთვის შეიძლება, ბიუჯეტი სრულად ამოწუროს. როგორც გუტერეშმა განაცხადა, გაერო ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და თანხები, შესაძლოა, ივლისისთვის ამოიწუროს.
კრიტიკული ვითარების ძირითად მიზეზად -ის უარი დასახელდა, გადაიხადოს სავალდებულო საწევრო შენატანები, ასევე შეერთებული შტატების მიერ ორგანიზაციის წინაშე დაგროვილი მნიშვნელოვანი დავალიანება.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)