ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინთან შეხვედრისას ში ომის დასრულების გზებს განიხილას

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრისას ში ომის დასრულების გზებს განხილვას. ეს განცხადება ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტის თვითმფრინავში გააკეთა, როდესაც აზიაში მიფრინავდა.
-ის პრეზიდენტი რეგიონში ხუთ დღეს გაატარებს. ის ეწვევა მალაიზიას, იაპონიას და სამხრეთ კორეას, ასევე მიიღებს მონაწილეობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრაში, რომელიც 26 ოქტომბერს კუალა-ლუმპურში დაიწყება.
ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ელოდება თუ არა ის ჩინეთის დახმარებას სა და უკრაინის ომის მოგვარებაში?
„გვინდა, რომ ჩინეთი დაგვეხმაროს რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან სერიოზული სანქციები დავაწესეთ ს წინააღმდეგ. ვფიქრობ, ამ სანქციებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, მაგრამ მსურს, რომ ჩინეთი დაგვეხმაროს“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტებმა ტრამპს ასევე ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ დაწესებული სანქციები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან, შესაძლოა, ესკალაციის მიზეზი გახდეს?
„არ ვფიქრობ ასე. მან ხომ თქვა, რომ ამ სანქციებს დიდი გავლენა არ ექნებაო. ასე ამბობს. მე არ ვფიქრობ, რომ ის მართალია ამ საკითხში. ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, მასაც სურს ამ ყველაფრის დასრულება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტს“ და „ლუკოილს“. ამ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტმა სერიოზული ნაბიჯი უწოდა, რომელიც ზიანს აყენებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, თუმცა მისივე თქმით, ეს რუსეთის ეკონომიკაზე დიდ გავლენას არ მოახდენს.