ტრამპი აცხადებს, რომ მაკრონი აიძულა, საფრანგეთში წამლის ფასების გაზრდას დათანხმებოდა

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აიძულა, დათანხმებოდა წამლების ფასების გაზრდას.
ტრამპის თქმით, პარიზს -ში ფრანგული იმპორტის ყველა პროდუქტზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა.
ტრამპმა ვაშინგტონში, კენედის ცენტრში კონგრესის რესპუბლიკელ წევრებთან სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტთნ, ემანუელ მაკრონთან ორ ქვეყანას შორის წამლების ფასების უთანასწორობასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, მაკრონს უთხრა, რომ საფრანგეთმა ფასები უნდა გაზარდოს, რადგან ამერიკელები რეცეპტით გაცემული მედიკამენტებისთვის ფრანგ მომხმარებლებთან შედარებით 14-ჯერ მეტს იხდიან.
ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს წაუყენა ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც, ან დათანხმდებოდა აშშ-ის მოთხოვნებს, ან ფრანგულ პროდუქტებზე, მათ შორის ღვინოებსა და შამპანურებზე, 25-პროცენტიანი ფართომასშტაბიანი ტარიფი დაეკისრებოდა.
„ემანუელმა მითხრა: „დონალდ, შენ გაქვს შეთანხმება. მინდა, ჩემი წამლების ფასი 200 პროცენტით გავზარდო. სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, ეს დიდი პატივი იქნებოდა. დონალდ, გთხოვ, საზოგადოებას ნუ ეტყვი, გევედრები““, – თქვა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge