ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკის „მოუწევს შეთანხმების დადება“ ომის დასასრულებლად

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ დროა უკრაინის პრეზიდენტი დაეთანხმოს შეთანხმებას, რომელიც რუსეთთან ომს დაასრულებს.
„მას მოუწევს მოქმედება და შეთანხმების დადება. მას მოუწევს შეთანხმების დადება. ზელენსკის მოუწევს შეთანხმების დადება“, – განაცხადა ტრამპმა სამშაბათს, თეთრი სახლიდან გასვლისას.
ტრამპი ში კონფლიქტის დასრულების შუამავლობას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, მიუხედავად გასულ თვეში მოწყობილი მაღალი დონის სამიტებისა – ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან.
კვლავაც აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად ითხოვს, სხვა საკიტხეს შორის, მთელი დონბასის რეგიონის ანექსიას და პირობას, რომ არასოდეს გახდება ნატოს წევრი.
მიუხედავად ამისა, ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმებას სწორედ ზელენსკი უნდა დათანხმდეს.
„და ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობის ყიდვა. იცით, ისინი ლაპარაკობენ, მაგრამ მათ უნდა შეწყვიტონ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა“, – დასძინა ტრამპმა და კვლავ მოუწოდა ევროპას მეტი გააკეთოს ომის დასასრულებლად.
ტრამპმა ამტკიცებს, რომ პუტინთან ალიასკაში შეხვედრამ შედეგი გამოიღო.
„ბევრი რამ მიღწეული იქნა, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო“, – თქვა მან. „როგორც ჩანს, მათთან ერთად ოთახში უნდა დავჯდე, რადგან ისინი ერთად ვერ დასხდებიან. იქ დიდი სიძულვილია“, – თქვა მან.
ფორუმი