ტრამპი აცხადებს, რომ -ის სამხედრო ხომალდები ირანთან ახლოს არიან

ტრამპი აცხადებს, რომ -ის სამხედრო ხომალდები ირანთან ახლოს არიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო ხომალდები ირანთან ახლოს არიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს ირანის სულიერი ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ის შეტევამ შესაძლოა, რეგიონული ომი გამოიწვიოს.
„რა თქმა უნდა, ასე იტყვის, მაგრამ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ხომალდები გვყავს იქ, ძალიან ახლოს. იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ. შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ გავიგებთ, მართალი იყო თუ არა ის“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამასთან, დონალდ ტრამპა ისაუბრა კუბასთან შესაძლო შეთანხმებაზეც. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები კუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ კუბის ხალხთან, კუბის უმაღლეს პირებთან. ვნახავთ, რა მოხდება. მინდა, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ მოვიდნენ და კუბა საშინლად მოეპყრო, მოვუაროთ, შეძლონ დაბრუნება და გააკეთონ ის, რაც უნდათ. მათ იქ ოჯახი ჰყავთ. წლების განმავლობაში ვერ ხედავდნენ მათ. ასე რომ, ვფიქრობ, კუბასთან შეთანხმებას მივაღწევთ. ის ცუდ მდგომარეობაშია. კუბას ჰუმანიტარული პრობლემა აქვს“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)