ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ენერგეტიკის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ემხრობა

ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ენერგეტიკის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ემხრობა
-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ენერგეტიკის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ემხრობა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უიტკოფის ამ ინიციატივას, თეთრ სახლში ყველა არ იზიარებს. მაგალითად, მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრიდან რუსეთის შევიწროების და ამერიკული ენერგომატარებლებისთვის ადგილის გათავისუფლების მომხრეა ამერიკის შინაგან საქმეთა მდივანი, დუგლას ბერგამი.
Politico-ს ინფორმაციით, ახლა მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად მოახერხებს ევროპა სრულად უარი თქვას რუსულ ენერგომატარებლებზე.
ბრიუსელში კი იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ევროპის ენერგეტიკული ბაზრის და შესაბამისად, გავლენების სფეროების გადანაწილება სურთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა