ტრამპის ყოფილ მრჩეველს 4-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

სავაჭრო საკითხებში -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს ყოფილ მრჩეველს, პიტერ ნავაროს, სასამართლომ 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზი “კონგრესის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობა”.
ტრამპის ყოფილი მრჩეველი ორი მუხლით გაასამართლეს – ჩვენების მიცემაზე უარის თქმა და პალატის სპეციალური კომიტეტისთვის იმ დოკუმენტების გადაცემაზე უარი, რომლებიც კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებისთვის იყო საჭირო. ფედერალური პროკურორები მისთვის 6-თვიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მან, „ისევე როგორც კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეებმა, პირველ ადგილზე დააყენა პოლიტიკა და არა ქვეყანა – ნავარომ კონგრესის გამოძიება დაბლოკა. მან ყოფილი პრეზიდენტის, ს ერთგულება ამჯობინა უზენაეს კანონს“.
პიტერ ნავაროს ასევე დაეკისრა ჯარიმა 9500 დოლარის ოდენობით.
“თქვენ არ ხართ მსხვერპლი, თქვენ არ ხართ პოლიტიკური დევნის ობიექტი”, – უთხრა მოსამართლემ ნავაროს, რომელიც თავს პოლიტიკური დევნის ობიექტს უწოდებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, თორემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში სანთლითაც ვერ იპოვით იმის კონსტატაციას, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა

როცა თავად იციან სიმართლე და მაინც აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ბრიუსელის ბიუროკრატია ასე მოქმედებს: დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ