ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი თავს დამნაშავედ არ ცნობს

პარასკევს ჯონ ბოლტონმა სასამართლოში განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს ოჯახის წევრებისთვის კლასიფიცირებული ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნასა და მერილენდის შტატში მის სახლში საიდუმლო დოკუმენტების შენახვის ბრალდებებში. ბოლტონი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით მან პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა დაიწყო.
ეს ბოლო კვირების განმავლობაში იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ტრამპის მოწინააღმდეგის წინააღმდეგ აღძრული მესამე სისხლის სამართლის საქმეა. ტრამპის ოპონენტები შიშობენ, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს იყენებს თავისი სავარაუდო მტრების წინააღმდეგ შურისძიების მიზნით.
ბოლტონს ბრალად ედება მეუღლისა და ქალიშვილისთვის 1000-ზე მეტ გვერდიანი ჩანაწერების გაზიარება – ეროვნული თავდაცვის შესახებ მგრძნობიარე ინფორმაცია, რომელიც მან აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან და უცხოელ ლიდერებთან შეხვედრებიდან ან სადაზვერვო ბრიფინგებიდან მოიპოვა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ინფორმაციის ნაწილი გამჟღავნდა მაშინ, როდესაც ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა პირებმა გატეხეს ბოლტონის ელექტრონული ფოსტის ანგარიში.
ბოლტონი 17 თვის განმავლობაში მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მესამე მრჩევლად და პრეზიდენტთან კონფლიქტი მოუვიდა ირანის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე. ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა წიგნისთვის, რომელიც მან მთავრობაში თავისი მუშაობის შესახებ დაწერა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, წიგნი საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. მაგრამ 2021 წელს იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი უკან გაიხმო და შეწყვიტა დიდი ჟიურის მიერ ცალკე გამოძიება.
წელს თეთრ სახლში დაბრუნების პირველსავე დღეს ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუწყვიტა დაზვერვის ორმოცზე მეტ ყოფილ თანამშრომელს, მათ შორის ბოლტონს.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…