ტრამპის “ყველაზე მასშტაბური გარიგება” – როგორ აისახება ეს საქართველოზე და რის დაკარგვას უწინასწარმეტყველებენ პუტინს? – კოტე კემულარია

აშშ-ევროკავშირის დიდი სავაჭრო შეთანხმება არის, დასავლური დემოკრატიის გამარჯვებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი!
ტრამპმა მას უკვე უწოდა: “ყველაზე მასშტაბური გარიგება, რაც კი სავაჭრო თუ არასავაჭრო სფეროში ოდესმე გაფორმებულა”!!! ამ ისტორიულ შეთანხმებას წინ უძღოდა: -ბრიტანეთის სავაჭრო ხელშეკრულება; გრანდიოზული გარიგება “არაბულ ოქროს სამეულთან” საუდიში; სავაჭრო შეთანხმება იაპონიასთან და სხვა არაერთი პოზიტიური მოლაპარაკება, რომლის შედეგებსაც მალე იხილავს მსოფლიო…. აშშ-ევროპის ერთად დგომა ძალიან არ მოეწონათ: ლავროვს-მოსკოვში; მარი ლე პენს-პარიზში; ორბანს-უნგრეთში, მადუროს-ვენესუელაში და ა.შ. მათ მსოფლიო ოლიგარქიულ-ექსტრემისტულ კამპანიას, სამწუხაროდ, თბილისის დღევანდელი ხელისუფლებასთან ერთად…. საქართველოს დამოუკიდებლობის მტრები —ზატულინები და სხვები, ძალიან გააღიზიანა თბილისში და სამხრეთ კავკასიაში ამერიკელი და ნატოს გენერლების ოფიციალურმა და მასშტაბურმა გამოჩენამ!!! თვით რუსი პოლიტოლოგი ტროფიმჩუკი წერს: “პუტინმა ერთხელ და სამუდამოდ დაკარგა კავკასიაო”! საქართველო და უკვე მთელი სამხრეთ კავკასია, რჩება ევროპის ნაწილად და დასავლეთის მოკავშირედ…. დღითი- დღე სულ უფრო ნათელი ხდება რომ ეს ამბავი არის გ ა რ დ ა უ ვ ა ლ ი ! აშშ-ბრიტანეთი-ევროკავშირის ერთობა, წესით, გადამწყვეტი სტიმული უნდა გახდეს აშშ-ჩინეთის ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო შეთანხმებისთვის! დიდი ალბათობით, სექტემბერი და ეს შემოდგომა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდი იქნება – მათ შორის ჩვენს რეგიონში…. რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია – ასევე საქართველოში!!!