ტრამპის ტარიფები ბაფეტის Berkshire-ის სამომხმარებლო საქონლის ბიზნესს აზარალებს – Reuters

ტრამპის ტარიფები ბაფეტის Berkshire-ის სამომხმარებლო საქონლის ბიზნესს აზარალებს – Reuters
-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გატარებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად, ფინანსური დარტყმა მიადგა Berkshire Hathaway-ს.
ამის შესახებ განმარტება კომპანიამ შაბათს, 2 აგვისტოს გააკეთა. Berkshire Hathaway-ის განცხადებით, -ის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა გადაზიდვებისა და შეკვეთების შეფერდება/შემცირება გამოიწვია.
Berkshire-ის შემოსავლები 5.1%-ით შემცირდა
კონგლომერატის სამომხმარებლო პროდუქტების ჯგუფის შემოსავლები, რომელიც მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Fruit of the Loom, Jazwares და Brooks Sports, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 5.1%-ით შემცირდა და 189 მილიონი დოლარი შეადგინა.
მიუხედავად ამისა, Berkshire Hathaway-მ განაცხადა, რომ ფეხსაცმლის მწარმოებელი Brooks-ის შემოსავალი მეორე კვარტალში 18.4%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო გაყიდვების ზრდით.
Reuters-ი წერს, რომ უორენ ბაფეტის კონგლომერატს ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან, რადგან სხვადასხვა სექტორში მისი ბიზნესების ფართო სპექტრი აშშ-ის ეკონომიკის „მიკროკოსმოსად“ აღიქმება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაისში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე ბაფეტმა ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და აღნიშნა, რომ ტარიფები არ უნდა იყოს „იარაღი“ და რომ „დაბალანსებული ვაჭრობა მსოფლიოსთვის კარგია“.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ