ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი რუსეთში ამ კვირაში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის მიერ კრემლისთვის მიცემული ვადა რამდენიმე დღეში იწურება, განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში 6, ან 7 აგვისტოს ჩავა.
ეს თარიღი ტრამპმა ჟურნალისტებს 3 აგვისტოს დაუსახელა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ თუ ში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება, ახალ სანქციებს აამოქმედებს. საუბარია ე.წ. მეორად სანქციებზე და ტარიფების დაწესებაზე იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის ინდოეთისა და ჩინეთისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ.
ამასთან, პრეზიდენტმა ტრამპმა მედიას უთხრა, რომ ისინი(რუსები) მზაკვრობით კარგად ახერხებენ სანქციებისთვის გვერდის ავლას.
· -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ. ტრამპმა ისიც თქვა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის სარაკეტო-საზენიტო სისტემებს Patriot.
· 28 ივლისს დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს 10-12 დღემდე.
· 29 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა მედიას უთხრა, რომ 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო.
· 31 ივლისს, კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შემდეგ, რასაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტრამპმა განაცხადა, რომ სანქციებს აამოქმედებს თუ რუსეთი 8 აგვისტოსთვის არ დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ