ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას კაცმა სასამართლოსთან თავის დაწვა სცადა

ნიუ-იორკში ს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს შენობასთან თავის დაწვა სცადა. თვითმხილველების ცნობით, კაცმა თხევადი ნივთიერება გადაისხა და თავის დაწვას შეეცადა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აპროტესტებდა კაცი, თუმცა მას თან ჰქონდა პამფლეტები, რომელიც შეეხებოდა კონსპირაციულ თეორიებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით.
გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა ცეცხლი მალევე ჩააქრო და კაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, კაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია.