ტრამპის მრჩევლის თქმით, WP-ს სტატია ტრამპის მიერ უკრაინის რეგიონების დათმობაზე, ყალბია

-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, ს წინასაარჩევნო კამპანიის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა გამოცემა Washington Post-ის სტატიაში გამოყენებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებს.
“ეს არის WP-ს ფეიკნიუსი, ისინი იგონებენ ამას”. – თქვა მილერმა New York Post-თან ინტერვიუში.
ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად საუბრებში თქვა, რომ ში ომის დასრულების მისი გეგმა სთვის ტერიტორიების დათმობას მოიცავს.
წყაროები, რომლებმაც უშუალოდ ტრამპთან ან მის მრჩევლებთან ისაუბრეს, ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ომის დასრულების გეგმა მოიცავს უკრაინის მიერ დონბასის რეგიონისა (დონეცკი და ლუგანსკი) და ს დათმობას.
თუმცა გამოცემა ზუსტად არ აკონკრეტებს, თუ ვინ არიან პირები, რომლებმაც, როგორც თავად ირწმუნებიან, მათ ეს ინფორმაცია მიაწოდეს, უცნობია თუ რა სახის კავშირი აქვთ მათ ტრამპთან.
ტრამპი, რომელსაც კვლავ პრეზიდენტობა სურს, აქამდე ტრაბახობდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა 24 საათში შეეძლო, თუ მას აირჩევდნენ. თუმცა ის არასდროს საუბრობდა, რა არის მისი გეგმა. ტერიტორიის დათმობის შესახებ ცნობები პირველად გავრცელდა.
WP-ს წყაროების ცნობით, პირად საუბრებში ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთსაც და უკრაინასაც “სახის შენარჩნება სურთ, უნდათ ნახონ გამოსავალი” და უკრაინის ნაწილში ხალხი რუსეთთან შეერთებას შეეგუება. ამ ცნობას გამოცემას ანონიმურად აწვდის პირი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს პირადად ესაუბრა.
ტრამპის კამპანიის ერთ-ერთმა სპიკერმა WP-ს კომენტარში უთხრა, რომ “ნებისმიერი სპეკულაცია პრეზიდენტი ტრამპის გეგმაზე მოდის დაუსახალებელი და არაინფორმირებული წყაროებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება ან რა მოხდება, პრეზიდენტი ტრამპი არის ერთადერთი, ვინც ხოცვის შეჩერებაზე საუბრობს”.