ტრამპის მიერ მიგრანტების დეპორტაცია მათ ღირსებას აკნინებს – რომის პაპი

სამშაბათს, 11 თებერვალს, რომის პაპმა ფრანცისკემ დაგმო -ს პრეზიდენტის, ს მზაობა მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის განსახორციელებლად და ამ პოლიტიკას უწოდა „სერიოზული კრიზისი“, რომელიც „მათ ღირსებას აკნინებს“.
„ადამიანების დეპორტაცია, რომლებმაც თავიანთი ქვეყნები, ხშირ შემთხვევაში, უკიდურესი სიღარიბის, დაუცველობის, ექსპლუატაციის, დევნის ან გარემოს სერიოზული გაუარესების გამო დატოვეს, მრავალი მამაკაცისა და ქალის ღირსებას აკნინებს“, – წერს ფრანცისკე ს მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც პონტიფიკოსმა ამერიკელ ეპისკოპოსებს მიმართა.
მოუწოდებს „ყველა მორწმუნეს და კეთილი ნების მქონე ადამიანს, რომ საკანონმდებლო ნორმებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების კანონიერებას ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით მიუდგნენ“. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფრანსისკე მასობრივი დეპორტაციის პროგრამის დაწყებას „სერიოზულ კრიზისს“ უწოდებს, ის, ამავე დროს, აღიარებს „ქვეყნის უფლებას, დაიცვას თავი“ მიგრანტებისგან, რომლებმაც შეერთებულ შტატებსა თუ მათი წარმომავლობის ქვეყანაში „სერიოზული დანაშაული“ ჩაიდინეს.
არალეგალური მიგრანტების დეპორტაციასთან დაკავშირებული დონალდ ტრამპის გეგმები რომის პაპმა იანვრის შუა რიცხვებში, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღესაც გააკრიტიკა და მას „უბედურება“ უწოდა.
ფრანსისკემ, რომელმაც 2017 წელს ვატიკანში დონალდ ტრამპთან, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ნახევარსაათიანი აუდიენცია გამართა, აშშ-ს ლიდერს, ანტიმიგრანტული პოზიციის გამო, ჯერ კიდევ მაშინ უსაყვედურა. გარდა ამისა, გასულ წელს პონტიფიკოსმა, აშშ-ში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, იშვიათი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ანტიმიგრანტულ სენტიმენტებს „სიგიჟე“ უწოდა და მემარჯვენე ამერიკელი კათოლიკეები მათი ზედმეტად კონსერვატიული პოზიციების გამო გააკრიტიკა.
წყარო: 1 არხი