ტრამპის მიერ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების გაზრდის გეგმებს, ტეკილას და ვისკის ბაზრებისთვის კატასტროფა უწოდეს
დონალდ ტრამპის განზრახვას, გაზარდოს ტარიფები 25%-ით მექსიკიდან და კანადიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე, კატასტროფა უწოდეს ტეკილასა და ვისკის ბაზრებისთვის. ამის შესახებ Bottle Raiders წერს.
გამოცემის ცნობით, გადასახადები გავრცელდება ამ ქვეყნებიდან ყველა საქონელზე, მათ შორის მექსიკურ ტეკილასა და კანადურ ვისკიზე. ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, გადასახადების გაზრდის განზრახვა გაამართლა იმით, რომ ნარკოტიკები შეერთებულ შტატებს მეზობელი ქვეყნების გავლით მიეწოდება და არალეგალური მიგრანტების ნაკადიც იქიდან მოდის.
The Spirits Business-ის თანახმად, 2023 წელს შეერთებულმა შტატებმა მექსიკიდან 321 მილიონ ლიტრზე მეტი ტეკილა შეიტანა რამაც ქვეყანა ამ სასმელის მსოფლიოში უმსხვილეს იმპორტიორად აქცია.4გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ტეკილას გაყიდვებმა შეერთებულ შტატებში 2022 წელს გადააჭარბა ამერიკული ვისკის გაყიდვებს. The Spirits Business ასევე წერს, რომ იმპორტის გადასახადის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ტეკილასა და კანადური ვისკის ფასის 3-5%-იანი ზრდა ამერიკული მაღაზიების თაროებზე.