ტრამპის თქმით, პუტინს მასთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ ში ომის სწრაფად დასრულება სურს. ეს ტრამპმა ამჯერად 22 დეკემბერს, არიზონის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას თქვა.
ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს.
CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ინაუგურაციიდან მალევე გაიმართება. ტრამპი პრეზიდენტის უფლებამისილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.
ს სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ დღეს, 23 დეკემბერს გამოაქვეყნა კრემლის პრესმდივნის, პესკოვის მოკლე კომენტარი, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრის ორგანიზებისთვის „ჯერჯერობით არანაირი რეალური იმპულსები არ ყოფილა“.
19 დეკემბერს, მოქალაქეებთან ე.წ. პირდაპირი ხაზის და წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დროს პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუბრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის და თანახმაა მას შეხვდეს.
7 დეკემბერს, პარიზში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ს.
ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართული შეხვედრის ორგანიზატორი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი .
ტრამპს პრეზიდენტობის პირველ ვადაში პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულება შეუძლია, თუმცა, როგორ არ აკონკრეტებდა. ტრამპი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევას.
2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინაში „საშინელი ომი” უნდა დასრულდეს და აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება.
უკრაინის აქტიური მხარდამჭერები შიშობენ, რომ ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას შეზღუდავს და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას აიძულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თეა ზაქარაძე – პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს – ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება – თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას

არჩილ გორდულაძე – ქურდს ქუდი ეწვისო – მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა!