ტრამპის თქმით, მას ორ კვირაში ეცოდინება, რა გზით წავა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების სფეროში

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კვლავ ისაუბრა რუსეთსა და ს შორის ომის შეჩერების მცდელობებზე. მისი სიტყვებით, ის „კმაყოფილი არ არის“ მშვიდობის ძიების არცერთი ასპექტით, იტყობინება Reuters-ი.
კერძოდ, მისი სიტყვებით, მან ჯერ ვერ მოახერხა, დაერწმუნებინა ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომ შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ს. პარასკევს ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის პირობები ჯერჯერობით არ არსებობს.
„იქ უზარმაზარი ზიზღია. მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, ორი კვირის შემდეგ მეცოდინება, საით წავალ,“ მოჰყავს სააგენტოს ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებით.
იმის შესახებ, რომ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას, ტრამპმა გუშინ ახსენა, მაგრამ დღეს მან უფრო დაწვრილებით ისაუბრა ამ საკითხზე. მისი თქმით, ის გადაწყვეტს, რომ „მასირებული სანქციები“ დააწესოს, ან გადაწყვეტს, არაფერი მოიმოქმედოს და თქვას – „ეს თქვენი ომია“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია – „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს

თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს