ტრამპის თქმით, ის წაახალისებდა რუსეთს თავს დასხმოდა ნატოს იმ წევრებს, ვინც თავდაცვაზე ცოტას ხარჯავს

აცხადებს, რომ ის “წაახალისებდა” რუსეთს თავს დასხმოდა ნატოს წევრებს, რომლებიც ალიანსის ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
-ს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოს ერთ-ერთ შეხვედრაზე ალიანსის დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა მას ჰკითხა: დაიცავდა თუ არა აშშ მათ ნატო საგან თუ საჭირო თანხებს არ გადაიხდიდნენ.
“არა მე არ დაგიცავთ თქვენ. მეტიც, წავახალისებ მათ, რომ გააკეთონ ყველაფერი რაც უნდათ. ვალი უნდა გადაიხადოთ.”, – განაცხადა ტრამპმა.
თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა.
ნატოს ქვეყნები შეთანხმებულები არიან, რომ უნდა გაზარდონ სამხედრო ხარჯები და ეკონომიკის მინიმუმ 2% დახარჯონ თავდაცვაზე. ტრამპი პრეზიდენტობისას ხშირად აკრიტიკებდა ნატოს წევრებს, ვინც ცოტას ხარჯავდნენ შეიარაღებაზე და იმასაც ამბობდა, რომ შესაძლოა აშშ-ს უარი ეთქვა ნატოს ვალდებულებებზე და მხოლოდ ისინი დაეცვა, ვინც ზემოხსენებულ ვალდებულებას ასრულებდა.
2022 წლის მონაცემებით ნატოს 31 ქვეყნიდან ზემოხსენებულ კრიტერიუმს მხოლოდ 7 აკმაყოფილებდა. 2014 წელს ასეთი ქვეყნების რაოდენობა მხოლოდ 3 იყო.

ასევე დაგაინტერესებთ