ტრამპის თქმით, ის უკრაინას უკეთესად დაიცავს, ბაიდენი კი უკრაინას პუტინს “აჩუქებს”

ს თქმით, ის და მისი გუნდი ს აგრესიისგან უკეთესად დაიცავენ, ხოლო ბაიდენი უკრაინის ვლადიმირ პუტინისთვის “ჩუქებას” გეგმავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნორს ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ისაუბრა.
“ბაიდენის პრეზიდენტობისას, პუტინი მიიღებს ყველაფერს, რაც მას სურს, მათ შორის უკრაინას. ეს საჩუქარია” – თქვა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე -ს სენატმა ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60,1 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.
ბოლო თვეების მანძილზე პრეზიდენტი აშშ-ს კონგრესში უკრაინისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების გამოყოფას ლობირებს. ის თვეების მანძილზე უცხადებს უკრაინას ურყევ მხარდაჭერას. ამავე დროს, დონალდ ტრამპი აკრიტიკებდა აშშ-ს ამჟამინდელი მთავრობის ჩართლობას უკრაინის ომში და რუსეთს უკრაინის გარკვეული ტერიტორიების დაკავებას დათანხმდებოდა.