ტრამპის თქმით, თუ პუტინი შეხვედრის შემდეგ ომს არ შეწყვეტს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება

დონალდ ტრამპის თქმით, თუ პუტინი შეხვედრის შემდეგ ომს არ შეწყვეტს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.
“შედგები იქნება. არ მჭირდება, ახლა თქმა, მაგრამ მძიმე შედეგები იქნება” – ასე უპასუხა -ს პრეზიდენტმა, ჟურნალისტის კითხვას, გადადგამს თუ არა აშშ ნაბიჯებს იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმირ პუტინი პარასკევს, აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ არ დათანხმდება ომის შეწყვეტას.
ამასთან, ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან საუბარიც შეაფასა და ის 10 ქულით შეაფასა.
რაც შეეხება პუტინთან პირისპირ შეხვედრას, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მალევე გაიმართება მეორე შეხვედრა.
მისი ტქმით, არსებობს შანსი, რომ ეს იქნება პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა მისი მონაწილეობით:
ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ევროპელ ლიდერებთან. პრეზიდენტი ზელენსკიც იყო ამ შეხვედრაზე. შევაფასებდი მას 10 ქულით. ძალიან მეგობრული იყო. მე ვიცნობ ლიდერებს, რადგან ნატოს სამიტზე ვიყავი და ახლა 5 პროცენტს იხდიან თავდასცვისთვის. ყოველთვის ვამბობდი რომ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას ვაპირებდი და ამის შემდეგ დავურეკავ ლიდერებს და პრეზიდენტ ზელენსკის. არსებობს კარგი შანსი რომ გვექნება მეორე შეხვედრა, უფრო პროდუქტიული ვიდრე პირველი. რადგან პირველ შეხვედრაზე ვაპირებ გავიგო სად ვართ და რას ვაკეთებთ. თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მალევე გვექნება მეორე შეხვედრა. ვისურვებდი რომ დაუყოვნებლივ გაიმართოს და ეს იქნება პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა ჩემთან ერთად, თუ სურვილი ექნებათ. პირველ შეხვედრაზე შეიძლება კარგი ამბები მოხდეს, მაგრამ ეს იქნება მომზადება მეორე შეხვედრისთვის.”- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
აშშ-ს და ს პრეზიდენტების შეხვედრა ალიასკის ქალაქ ანკორიჯში 15 აგვისტოს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება