ტრამპის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის დახმარების საკითხს “დაარეგულირებს”

ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა -ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის მასშტაბები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ “დაარეგულირებს” ამ საკითხს.
დეტროიტში წინასაარჩევნო მიტინგზე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა და მას “ყველა დროის საუკეთესო გამყიდველი უწოდა” ს მცდელობებისთვის აშშ-ის მხარდაჭერა მოიპოვოს.
“ოთხი დღის წინ $60 მილიარდით წავიდა, სახლში დაბრუნდა და განაცხადა, რომ დამატებით $60 მილიარდი სჭირდება. ეს არასდროს დასრულდება”, – თქვა ტრამპმა.
POLITICO წერს, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორები მუშაობენ, რათა უკრაინისთვის გრძელვადიანი დახმარება უზრუნველყონ იმ შიშის ფონზე, რომ ტრამპის პოტენციური ხელახალი არჩევა აშშ-ის მხარდაჭერას შეზღუდავს. ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას სთან უსაფრთხოების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს მოჰყვა კონგრესის მიერ უკრაინის $60-მილიარდიანი დახმარების დამტკიცებას.