ტრამპის ექსკლუზიური სუპერმანქანა – Lamborghini გაიყიდა

-ს ყოფილი პრეზიდენტის, ს მიერ შეკვეთილი Lamborghini Diablo VT Barrett-Jackson's Scottsdale-ის აუქციონზე 1,1 მლნ დოლარად გაიყიდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული Diablo-ა პლანეტაზე. ამის შესახებ ინფორმაცია აუქციონის სახლის ვებსაიტზეა განთავსებული.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი მანქანას 1997 წლიდან 2002 წლამდე ფლობდა. ეს არის ერთადერთი 1997 წლის VT Roadster-ი, რომელიც ლურჯად შეიღება. ტრამპს კარგი ურთიერთობა ჰქონდა Lamborghini-თან, ამიტომ მიიღო მან შეღებვის ნებართვა. სუპერმანქანის სიმძლავრე 492 ცხენის ძალაა.
ტრამპმა მანქანა 2002 წლის ზაფხულში გაყიდა; Diablo-ს გაყიდვამ აუქციონზე ამ მარკის მანქანის რეკორდული ფასი მოხსნა.