ტრამპის გუნდმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის რამდენიმე წინადადება შეიმუშავა

-ის პრეზიდენტის გუნდმა დონალდ ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის რამდენიმე წინადადება შეიმუშავეს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, წყაროები არ აკონკრეტებენ, რას მოიცავს ეს ზეწოლა და რა არის ჩაწერილი წინადადებებში – გადაწყვეტილების საბოლოო მიმღები დონალდ ტრამპია.
გამოცემა წერს, რომ ეს წინადადებები ვლადიმერ პუტინის გაჭიანურებული მოლაპარაკებების კონტექსტში მომზადდა.
კიდევ ერთი გამოცემა Politico წერს, რომ მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, შემდგომ ნაბიჯებზე ფიქრობს. გამოცემის ტექსტი დაკონკრეტებულია, რომ თეთრი სახლი კვლავ ორად არის გაყოფილი იმის შესახებ, თუ რა მოხდება შემდეგ.
Politico-ს ორი წყარო ამბობს, რომ ვაშინგტონის რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მიდგომა, შესაძლოა, რთულ გადაწყვეტილებებს მოიცავდეს, მათ შორის კრემლზე პირდაპირი ზეწოლის განხორციელებას.
“მეტი სანქციები იქნება შემდეგი ნაბიჯი. თუ პრეზიდენტს ამ გზით წასვლა სურს”, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ