ტრამპის გუნდი ორბანის პასუხად ამბობს, რომ ომის მოლაპარაკებით დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ წერილობით კომენტარში ს საარჩევნო გუნდმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ში ომის დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება.
„საპრეზიდენტო კანდიდატმა, პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მეორე ვადის მთავარი პრიორიტეტი იქნება მოლაპარაკების გზით რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფი დასრულება. ასევე, პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა კონფლიქტის საფასურის უფრო დიდი ნაწილი უნდა გადაიხადონ, რადგან შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად მეტი გადაიხადა, რაც არ არის სამართლიანი ჩვენი გადასახადების გადამხდელების მიმართ. ის გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია მშვიდობის დასამყარებლად და ამერიკის ძლიერებისა და შეკავების უნარის აღსადგენად მსოფლიო ასპარეზზე და ის არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია“.
კამპანიის კომუნიკაციის დირექტორმა სტივენ შუნგმა ასევე დასძინა, რომ „ომი რუსეთსა და უკრაინას შორის არასდროს მოხდებოდა, დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი. ეს ძალიან სამწუხაროა”.
ყოფილი პრეზიდენტის გუნდს, რომელიც ახლა რესპუბლიკური პარტიის ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, „ამერიკის ხმამ“ ჰკითხა რა პასუხი ექნებოდა მას უნგრეთს პრემიერ-მინისტრ ს მიერ, უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ შეფასებაზე.
ობრანმა თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი რუსეთთან ბრძოლაში დასახმარებლად უკრაინას ფულს არ მისცემს და ეს ომის უფრო სწრაფად დასრულდება. ორბანმა ეს განცხადება დონალდ ტრამპთან ფლორიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„უკრაინა-ს ომში, ის არც ერთ ცენტს არ მისცემს [უკრაინას], შესაბამისად ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინა მარტო ვერ იდგება“, – განაცხადა ორბამა კვირას, უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას.
თუ ამერიკელები ფულს და იარაღს არ მისცემენ [უკრაინას], ისევე როგორც ევროპელები, მაშინ ეს ომი დასრულდება. და თუ ამერიკელები ფულს არ მისცემენ, ევროპელები ამ ომს საკუთარი ძალებით ვერ დააფინანსებენ და მაშინ ომი დასრულდება“, – თქვა ორბანმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ორბანმა უარი თქვა სთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. ამასთან, ის მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან. ორბანი რუსეთის პრეზიდენტს გასული წლის ოქტომბერში, ჩინეთში ვიზიტისას შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სამწუხაროა, რომ ქართული სახელმწიფო ფორუმებს და კონფერენციებს არ იყენებს, სადაც წესით საქართველოს მინისტრები ოფიციალური მომხსენებლები უნდა იყვნენ, რომ ქვეყანა, რაც შეიძლება მალე ევროკავშირის წევრი გახდეს