ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო, ირანმა ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელა.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, სამხრეთში მდებარე ქალაქ ბეერ-შევაში, სადაც ირანული რაკეტა სახლს მოხვდა, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. ისრაელის ჩრდილოეთში მძიმედ დაიჭრა ერთი ადამიანი.
სამძებრო- სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
