ტრამპის ადმინისტრაცია -ში მიგრანტების სამუშაო ნებართვების მოქმედების ვადას ამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტის ს ადმინისტრაცია ლტოლვილებისთვის, თავშესაფრის მქონე პირებისა და -ში სამართლებრივი დაცვის მქონე სხვა მიგრანტებისთვის, მუშაობის ნებართვის მოქმედების ვადას ამცირებს.
ეს საიმიგრაციო პროცედურების გასამკაცრებლად მთავრობის გადადგმული უახლესი ნაბიჯია.
გადახედული პოლიტიკის თანახმად, აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS) ახლა გასცემს დასაქმების ავტორიზაციის დოკუმენტებს, რომელთა მოქმედების ვადა მაქსიმუმ 18 თვეა, რაც მნიშვნელოვნად შემცირებულია ამჟამინდელ ხუთწლიან პერიოდთან შედარებით.
ეს ცვლილება ასევე ვრცელდება იმ იმიგრანტებზე, რომელთა განაცხადები აშშ-ში თავშესაფრის ან მუდმივი ცხოვრების უფლების (ე.წ. მწვანე ბარათის) მიღებაზე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. აღნიშნული პროცესები, როგორც წესი, წლები იწელება, ძირითადად, დიდი რაოდენობით გადაუწყვეტელი საქმეების დაგროვების გამო.
ახალი წესების თანახმად, აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS) ამ პირებზე მუშაობის ნებართვებს მაქსიმუმ 18 თვის ვადით გასცემს, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 5-წლიანი პერიოდისა.
USCIS-ის განცხადებით, ეს ცვლილება სააგენტოს საშუალებას მისცემს, უფრო ხშირად შეამოწმოს იმიგრანტები, როდესაც ისინი მუშაობის ნებართვის გასაახლებლად განაცხადს შეიტანენ.
ტრამპის ადმინისტრაცია “მოგზაურობის აკრძალვის” გაფართოებასა და მასში ჯამში 30 ქვეყნის შეყვანასაც განიხილავს.