აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოვიდა უშიშროების სამსახურისთვის “მეტი დახმარების” გამოყოფის მოწოდებით, იმ ფონზე, როცა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე ორი თვის მანძილზე მეორედ განხორციელდა თავდასხმა.
ტრამპი არ დაზიანებულ და უსაფრთხოდ იყო მას მერე, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) თქვა, რომ 15 სექტემბერს ტრამპის “მოკვლის მცდელობა” იყო ფლორიდაში, მის ერთ-ერთ გოლფის კლუბში.
ინციდენტმა, რომელიც მოჰყვა ტრამპზე ცხრა კვირის წინ განხორციელებულ თავდასხმას პენსილვანიაში, დამატებითი კითხვები აღძრა კანდიდატის უსაფრთხოებაზე, პოლარიზებულ არჩევნებამდე 50 დღით ადრე. FBI და ფლორიდის შტატი იძიებენ როგორ შეძლო 58 წლის ეჭვმიტანილმა ტრამპთან რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში მიახლოება იარაღით.
ადგილობრივი ოფიციალური პირების კითხვებზე პასუხად, FBI-მა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება “როგორც ჩანს ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე” და თავდამსხმელის მოტივზე. FBI და პოლიცია ეჭვმიტანილის სახელს არ აკონკრეტებენ, მაგრამ აშშ-ის მედია, მათ შორის CNN-ი, Fox News-ი, CBS News-ი და The New York Times-ი იუწყებიან, რომ საქმე ეხება 58 წლის რაიან ვესლი როუთს, რომელიც ამჟამად ჰავაიში ცხოვრობს.
როუთი მშენებლობაზე მუშაობს და, საჯარო მონაცემების თანახმად, იგი პოლიციას რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. ის ჰავაიში რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად ჩრდილოეთ კაროლინიდან, და სოციალური მედიით გამოხატული აქვს მხარდაჭერა დემოკრატების და უკრაინის მიმართ, მათ შორის უკრაინის თავდაცვისთვის თანხების შეგროვების ინიციატივის ფორმით.