ტრავმის გამო ჯეიკ სალივანის საუდის არაბეთში ვიზიტი გადაიდო

ტრავმის გამო ჯეიკ სალივანის საუდის არაბეთში ვიზიტი გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ავრცელებს.
ჯონ კირბის ცნობით, მიმდინარე კვირაში თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი საუდის არაბეთში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა მისი ვიზიტი გადაიდო, რადგან ნეკნის ტრავმამ მის მოგზაურობის უნარზე იმოქმედა.
„ტრავმის მიზეზი უმნიშვნელო შემთხვევა იყო და მისი გამომწვევი მიზეზი არავინ არ ყოფილა“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ჯეიკ სალივანი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს ძალიან მალე დაუბრუნდება.