ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს

„ატლეტიკოსთან“ წაგებულ მატჩში (1:2) „რეალის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ ტრავმა მიიღო და სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
ვალვერდეს მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა აქვს და როგორც ჟურნალისტი მარიო პენიალვერი იტყობინება, დაახლოებით ორი კვირა გაუცდება.
ასე რომ, ფედერიკო ურუგვაის ნაკრებს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.